ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქებზე რუსეთის იერიშები იყო პუტინის პასუხი პრეზიდენტ ტრამპისთვის

12 ოქტ 2026

ჩვენ არ დაგვიბომბავს, რუსეთი კი თავს დაესხა ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და სხვა ობიექტებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მედიასთან მიცემულ განცხადებაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა რუსეთზე იერიში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინასა და რუსეთს შორის გამოცხადებული ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის გამო არ მიიტანა.

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზედღევანდელ  იერიშებსაც გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, ეს იყო პუტინის პასუხი პრეზიდენტ ტრამპისთვის. რუსეთის მხრიდან კი გზავნილი ძალიან ნათელი იყო, მათ არაფერი იციან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო.