12 ოქტ 2026
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხზე მოკლედ იმსჯელეს.
რიკარდ იოზვიაკის თქმით, მათი პოზიცია კვლავ უცვლელია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შეინიშნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური უკუსვლა, თუმცა არსებობს გარკვეული ინტერესი პოლიტიკურ დონეზე ქვემოთ ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის მიმართ, როგორიცაა დაკავშირებადობა.
იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, მინისტრების უფრო ვრცელი დისკუსია იანვარშია მოსალოდნელი.