სპორტის მინისტრი ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა

12 ოქტ 2026, 17:48

2
გაზიარება:

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს.

მხარეებმა საქართველოში კალათბურთის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივაზე და შესაძლო საერთო პროექტებზეც იმსჯელეს. 

დუაით ჰოვარდი NBA-ს გამარჯვებული და „All Star-ის“ რვაგზის მონაწილეა.

ლეგენდარული კალათბურთელი საქართველოში „ბლექ ფორტრეს თბილისის“ შემადგენლობაში სათამაშოდ ჩამოვიდა.