პესკოვის განცხადებით, პუტინი მზადაა, უკრაინაზე დარტყმები მხოლოდ არჩევნების დღეს შეწყვიტოს

12 ოქტ 2026

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი მზადაა, გასცეს განკარგულება უკრაინაზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ეს მხოლოდ არჩევნების დღეს შეეხება.

"თუ კიევში რეალურად სურთ არჩევნების ჩატარება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, მზადაა გასცეს მითითება, რომ არ განხორციელდეს დარტყმები უკრაინაზე არჩევნების დღეს - სწორედ არჩევნების დღეს," - განაცხადა პესკოვმა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი "ბრძოლის ველზე შესვენებას არ იმსახურებს​".

ზელენსკი კი აცხადებს, რომ თანახმაა უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე, თუ რუსეთი 60-დღიან ზავს გამოაცხადებს.