ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა ვატიკანში სოლო კონცერტს გამართავს

12 ოქტ 2026

აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და კულტურის სამინისტროსა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა 15 ოქტომბერს ვატიკანში, წმინდა აგათას ბაზილიკაში, სოლო კონცერტს გამართავს.

ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნება. მუსიკალური პროგრამა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებებსა და პატრიარქ ილია II-ის საგალობლებს გააერთიანებს.

კონცერტი ქართული კულტურის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

კაპელა გასტროლზე უკვე გუშინ გაემგზავრა.