თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

12 ოქტ 2026

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ობიექტზე საპროექტო და კვლევითი სამუშაოები უკვე განხორციელდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევის შედეგად ტაძარზე გამოვლინდა კონსტრუქციული ბზარები, აგურისა და ბათქაშის დაზიანებები, ასევე წყლისა და ნესტის ზემოქმედებით გამოწვეული პრობლემები.

რეაბილიტაციის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ავთენტურ სახეს შეინარჩუნებს.