12 ოქტ 2026
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი 632 800 ლარით გაიზარდა და ჯამში 111 მილიონ ლარს გადააჭარბა. ბიუჯეტის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის, მოსაკრებლებისა და სანქციებიდან მიღებულმა შემოსავლებმა.
ბიუჯეტი გრანტების ნაწილშიც გაიზარდა. საჯარო სკოლების გათბობის მიზნით, საწვავი ბრიკეტებით უზრუნველყოფისთვის 16 ათასი ლარია გათვალისწინებული.
თანხები ინფრასტრუქტურული პროექტებისა და კულტურული ღონისძიებების დაფინანსებასაც მოხმარდება.