საქართველოს მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა პარლამენტში გრძელდება

12 ოქტ 2026

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა პარლამენტში გრძელდება. დღეს 2027 წლის ბიუჯეტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს.

დაფინანსება თითქმის ყველა სამინისტროს ეზრდება. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების დაფინანსება 830 მილიონი ლარით იზრდება, განათლების სფეროში კი კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად 800 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება 90 მილიონი ლარით მოიმატებს, ხოლო პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებებით კაპიტალური ხარჯებისთვის 701 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალი წლიდან გაიზრდება პენსიები და საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაც.