მაია ბითაძე საქართველოში თურქეთის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

12 ოქტ 2026

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ყურადღება დაეთმო 2027 წელს თბილისში თურქეთის კულტურის დღეების ჩატარების ინიციატივას. აღინიშნა, რომ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ღონისძიების ორგანიზებას გაუწევს კოორდინაციას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჰასან მურათოღლუ“,- აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.