12 ოქტ 2026
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საპენსიო უზრუნველყოფის 128 მილიონი ლარით ზრდას ეხმაურება.
"როდესაც საპენსიო უზრუნველყოფა 128 მილიონით იზრდება არასაარჩევნო წელს, ეს სპეკულაციებისთვის სივრცეს არ ტოვებს.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯანდაცვა და სოციალური საკითხები ჩვენი გუნდისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია და არა საარჩევნო სვლა,"- წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.