12 ოქტ 2026
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი 16 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა.
ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.
„ბატონი კასისი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს.
გაერო-სა და ევროკავშირთან ერთად, ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა. მოლაპარაკებების მიზანია რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობა“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.