ბათუმში, თაუერ ჯგუფის მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი იყო

12 ოქტ 2026

ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის N1-ში, „თაუერ ჯგუფის“ მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი იყო. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ლიფტის შახტაში გაჩნდა. ამჟამად ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები სრულდება. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.