12 ოქტ 2026
რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქზე ავიაბომბებით რამდენჯერმე მიიტანეს იერიში. დაიღუპა 4 ადამიანი, 32 კი დაშავდა. ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაშავებულთა შორის ერთი ბავშვიცაა.
დაზიანდა 30-ზე მეტი შენობა და 10-ზე მეტი ავტომობილი. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის თბოელექტროცენტრალ-5-ზეც.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა „ენერგეტიკული ზავის“ შესახებ გამოაცხადა. მისი განცხადებით, რუსეთი და უკრაინა ზავის პირობებზე შეთანხმდნენ. ანდრეი სიბიგას თქმით, რუსეთმა ზავი მაშინვე დაარღვია, როგორც კი პრეზიდენტმა მის შესახებ გამოაცხადა.
„რუსულ ტერორს ძალისმიერი, ერთიანი და გადამჭრელი ქმედებებით უნდა ვუპასუხოთ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.