12 ოქტ 2026
წინანდალში საქართველო-უზბეკეთის რიგით მე-11 მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. მხარეები ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტრანსპორტი და შუა დერეფნის განვითარებაა.
მხარეები ასევე მსჯელობენ რკინიგზის მიმართულებით თანამშრომლობასა და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც რეგიონში ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობებს გაზრდის.
ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყირგიზეთ-უზბეკეთ-ჩინეთის დამაკავშირებელ ახალ სატრანსპორტო მარშრუტს.
პროექტის ამოქმედება 2030 წლისთვის იგეგმება და, არსებული გეგმის მიხედვით, მისი განხორციელება დამატებით 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას გახდის შესაძლებელს.