12 ოქტ 2026
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთი 2016 წლის „ბრექსიტის“ რეფერენდუმში ჩაერია. ენდი ბერნემის თქმით, რუსეთის ჩარევას პასიური რეაგირება მოჰყვა, საზოგადოება კი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდნენ უცხოეთიდან პოლიტიკური პროცესის დესტაბილიზაციას.
ბერნემს ჩარევის მცდელობის ხასიათი და მასშტაბი არ დაუკონკრეტებია.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის ჩარევის საკითხი მან გერმანიაში ვიზიტის დროს კანცლერ ფრიდრიხ მერცთან განიხილა.
ცნობისთვის, 2020 წელს გამოქვეყნებული, პარლამენტის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ანგარიშის თანახმად, ბრიტანეთის მთავრობამ ვერ დაადგინა, ჩაერია თუ არა რუსეთი 2016 წლის რეფერენდუმში, რომელიც ევროკავშირის წევრობის საკითხს ეხებოდა.