12 ოქტ 2026
კანადის პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას მედია კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, მარკ კარნიმ გააკრიტიკა დონალდ ტრამპის შეთანხმება რუსული დიზელის აშშ-ში იმპორტის შესახებ.
კარნიმ აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინის, კანადისა და მოკავშირეების ძალისხმევას, ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად.
გავრცელებული ცნობით, მარკ კარნიმ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა, რომ კანადა სანქციებს შეინარჩუნებს და შესაძლოა, გააძლიეროს კიდეც.