ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ

12 ოქტ 2026

საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, პარლამენტის შენიშვნებით, საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

2027 წლის ნაერთი ბიუჯეტი ჯამში 37 მილიარდ 531 მილიონი ლარია, რაც 2026 წლის ბიუჯეტზე თითქმის მილიარდ 200 მილიონით მეტია. დაფინანსება ეზრდება თითქმის ყველა სამინისტროს. პროექტის თანახმად, მომდევნო წლიდან იზრდება პენსიები და საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაც. ფინანსთა სამინისტრო 2027 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტს დასამტკიცებლად ნოემბრის ბოლოს წარუდგენს.