11 ოქტ 2026
„დინამოების“ მორიგი დერბი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა.
ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო ბათუმმა“ საკუთარ მოედანზე პრინციპულ მეტოქეს, „დინამო თბილისს“, უმასპინძლა, ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა.
„ბათუმი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე იმრანის გადაცემით მაურიდესმა გაიტანა.
ამრიგად, 28 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ „დინამო ბათუმმა“ 50 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.
მომდევნო შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 17 ოქტომბერს, სტუმრად „გაგრას“ წინააღმდეგ გამართავს.