მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

11 ოქტ 2026

ტყის დაცვა და შენარჩუნება მხოლოდ ბუნებრივი რესურსების გაფრთხილებას არ გულისხმობს - ეს ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

რა ცვლილებები განხორციელდა სატყეო სექტორში და როგორ იცვლება ტყის დაცვისა და მონიტორინგის სისტემა - ამ საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრეს.

პროფესიული საქმიანობისთვის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დააჯილდოვეს, დარგის ღვაწლმოსილ მეტყევეებს კი „დამსახურებული მეტყევის“ სტატუსი მიანიჭეს. დაჯილდოებულთა შორისაა ვაჟა ჯებისაშვილიც.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში 2013 წლიდან მიმდინარე სატყეო რეფორმაზე. რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ტყის მართვის სისტემის გაუმჯობესება, დაცვის მექანიზმების გაძლიერება და სატყეო რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა დასახელდა.

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ადამიანების საქმიანობას, რომლებიც წლების განმავლობაში სატყეო სექტორში მუშაობენ. სააგენტოს წარმომადგენლებს სამკერდე ნიშნები და ფულადი ჯილდოები გადასცეს.

დაჯილდოვდნენ სატყეო დარგში მოღვაწე სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებიც.