11 ოქტ 2026
საქართველო ევროპის უმაღლესი განათლების ერთიან სივრცეს უბრუნდება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია ოფიციალურად, ყოველგვარი დათქმისა და წინაპირობის გარეშე აღუდგა.
ორგანიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ექსპერტთა შეფასებას ეფუძნება. საქართველოში მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ქვეყანაში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები ევროპულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს სრულად შეესაბამება.
ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას EQAR-ში რეგისტრაცია დაახლოებით ორი წლის წინ, დამოუკიდებლობის სტანდარტთან სავარაუდო შეუსაბამობის გამო შეუჩერდა.