საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა

11 ოქტ 2026

"ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - ამ სახელწოდებით საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა.

სიმპოზიუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

საიუბილეო ღონისძიების მიზანია საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის, მისი ისტორიული, კულტურული და სულიერი მნიშვნელობის სიღრმისეული გააზრება, ასევე მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში საქართველოს როლის წარმოჩენა.

სიმპოზიუმი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და თემატურ სესიებს გააერთიანებს.