11 ოქტ 2026
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეკონომიკური სანქციების საკითხზე მათი დღევანდელი განცხადებები წარსულ პოზიციებს ეწინააღმდეგება.
„ღვინის ექსპორტზე ოპოზიციის „დარდი“ თვალთმაქცობაა, რადგან სწორედ ეს ძალები ითხოვდნენ ევრობიუროკრატიის რეზოლუციის შესრულებას, სადაც ეკონომიკურ სანქციებზე მიერთება მოგვთხოვეს“, - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.