ბაქოში ევროპის საწყლოსნო ფედერაციის კონგრესი გაიმართა - ღონისძიებას საქართველოს ფედერაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ

11 ოქტ 2026

ბაქომ ევროპის საწყლოსნო ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა მურჯიკნელი და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონგრესის ფარგლებში საერთაშორისო მომხსენებლებმა მონაწილეებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს და პრაქტიკული რეკომენდაციები წარუდგინეს.

კონგრესის მთავარი მიზანი ევროპის საწყლოსნო სპორტის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, მიღწეული შედეგების შეფასება და წევრ ფედერაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

ცნობისთვის, 2025 წელს ევროპის საწყლოსნო ფედერაციის კონგრესი თბილისში გაიმართა.