11 ოქტ 2026
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა შეწყვეტს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს, თუ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს.
პრეზიდენტის თქმით, ენერგეტიკულ ზავზე უარს სწორედ მოსკოვი ამბობს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპაში ომის გაგრძელებაზე პასუხისმგებელი რუსეთია.
მისივე განცხადებით, უკრაინა პარტნიორებთან კოორდინაციას აგრძელებს და თავდაცვის დამატებითი პაკეტების შემუშავებაზე მუშაობს.