დონალდ ტრამპი – პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა

11 ოქტ 2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,  გარუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მისგან მოისმინა სურვილი, მიაღწიონ შეთანხმებას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა უთხრა ტრამპს პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის დარეგულირება სურს.

„მას შეთანხმების მიღწევა სურს. პრეზიდენტ პუტინს ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთი მსოფლიო ბაზარს ნავთობის მნიშვნელოვან მოცულობას აწვდის.

„შეხედეთ, მას მსოფლიო ბაზარზე დიდი რაოდენობით ნავთობი გააქვს. ეს კარგია. და, სხვათა შორის, ძალიან დაბალ ფასად“, – განაცხადა ტრამპმა.