11 ოქტ 2026
ბათუმში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დასრულდა. მე-18 საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი 100-ზე მეტი ანიმაციური ფილმი ნახა.
კინოჩვენებების პარალელურად, პროგრამა მასტერკლასებს, ვორკშოპებსა და შეხვედრებსაც მოიცავდა.
ფესტივალის მიზანი ანიმაციის პოპულარიზაცია, ქართველი და უცხოელი ავტორების გამოცდილების გაზიარება და ახალგაზრდებში ამ სფეროს მიმართ ინტერესის გაღრმავებაა.
წლევანდელ პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს დაეთმო. საკონკურსო პროგრამაში სხვადასხვა კატეგორიის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, მათ შორის — საბავშვო, სადებიუტო, ექსპერიმენტული და სტუდენტური ანიმაციები.
გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა.
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ ბათუმში 7-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა.