მეტყევის დღეს სატყეო სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვეს - მათ შორის არიან აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლები

11 ოქტ 2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეტყევის დღე აღინიშნა. ტყის დაცვისა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა უწყების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დააჯილდოვეს. დაჯილდოებულთა შორის არიან აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებიც.

დარგის ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს „დამსახურებული მეტყევის“ სტატუსი მიენიჭათ და სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

შეხვედრაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა სატყეო რეფორმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში ტყის დაცვისა და მონიტორინგის სისტემა გაძლიერდა. 1,7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ტერიტორია 903 სამცველოდ დაიყო, ხოლო სატყეო სისტემას 499 ახალი თანამშრომელი დაემატა, მათ შორის - 401 ტყის მცველი.