11 ოქტ 2026
მოითხოვს თუ არა პაატა ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმებას - ბოლო რამდენიმე დღეა, ეს კითხვა აქტუალურია. „მშვიდობიანი დამხობის“ სახელით გამართული აქციის ორგანიზატორის მიერ ციხიდან გამოგზავნილმა ბოლო წერილმა გარკვეული მოლოდინები გააჩინა. თუმცა ირკვევა, რომ მამა-შვილის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა.
მსჯავრდებული ბურჭულაძის შვილი პროცესებს განსხვავებულად აფასებს. მმართველ გუნდში კი 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულებს შეახსენებენ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება და პირობითი მსჯავრის საფუძველზე ციხის დატოვება დანაშაულის აღიარებას უკავშირდება.
ამის მიუხედავად, პაატა ბურჭულაძისთვის მსგავსი მექანიზმით სარგებლობა დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს. ამჟამად ის საქმის ფიგურანტებს მოუწოდებს, თავისუფლების მოსაპოვებლად ყველა შესაძლო გზა გამოიყენონ.