11 ოქტ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ტრაპიზონის მერს, აჰმეთ მეთინ გენჩს შეხვდა.
შეხვედრაზე ბათუმსა და ტრაპიზონს შორის, როგორც დაძმობილებულ ქალაქებს შორის, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ტურისტული და საქმიანი ურთიერთობების გაფართოებაზე, ასევე, ურბანული განვითარების სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი ინიციატივების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ორივე ქალაქისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას.