11 ოქტ 2026
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლება სწორედ ხალხს ეკუთვნის.
სიბიგას თქმით, ზელენსკი ომის დროს ქვეყანას ხელმძღვანელობს.
მინისტრმა ასევე დასძინა, რომ საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ზელენსკი თავის საქმეს კარგად ასრულებს და მხარდაჭერას იმსახურებს.