უცხო ქვეყნის მოქალაქე ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს

11 ოქტ 2026

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა რამდენჯერმე განახორციელეს. აღნიშნული შესყიდვები ფარულ აუდიო-ვიდეოჩაწერაზე იყო დაფიქსირებული.

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.