ხვიჩა კვარაცხელიამ უგოლო სერია დაასრულა 

11 ოქტ 2026

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეექვსე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლე მანი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ უგოლო სერია შეწყვიტა. ქართველმა ვარსკვლავმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.

შეცვლიდან სულ რაღაც ორ წუთში კვარაცხელიამ მეტოქის კარი აიღო და მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ქართველ შემტევს ბოლოს გოლი 12 აგვისტოს, ევროპის სუპერთასის მატჩში, „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ ჰქონდა გატანილი.

ამ დროისთვის პსჟ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 11 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს, სტუმრად, „სტრასბურგის“ წინააღმდეგ გამართავს.