11 ოქტ 2026
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, შერეული გუნდური ასპარეზობის მერვედფინალში, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა საქართველოს ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებს.
საქართველოს ნაკრებიდან გამარჯვებები ირაკლი დემეტრაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა, გიორგი ლოლაძემ და ლუკა მაისურაძემ მოიპოვეს.
მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე უზბეკეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა — ბრინჯაოს.