10 ოქტ 2026
425 მსუბუქი ავტომობილი, 306 მიკროავტობუსი, 18 სატვირთო - გასულ თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა ჯამში 800-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებას გამოუვლინდა.
მონიტორინგი მოიცავს დიდ ქალაქებს, ყველაზე დიდი დარღვევა დედაქალაქში ფიქსირდება. მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით მაღალია, რასაც გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურ მონიტორინგს უკავშირებს.
ავტომობილების მსგავსად აქტიურად მოწმდება ჰაერის ხარისხიც.