10 ოქტ 2026
"შემოდგომის სერენადა 2026" - ბათუმის ლიტერატურული ფესტივალი დაიწყო. ღონისძიება ამ წუთებში აჭარის მწერალთა სახლთან პარკში მიმდინარეობს.
ლიტერატურულ ფესტივალს წელს ბათუმი მეოთხედ მასპინძლობს. ფესტივალი სხვადასხვა კუთხის მწერლებს, პოეტებს და ლიტერატურის მოყვარულ საზოგადოებას აერთიანებს. ფესტივალზე ავტორები საკუთარ შემოქმედებას მსმენელს თავად გააცნობენ.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებს ჯგუფი "ასეა სულ". მოგვიანებით ფესტივალის მონაწილეები გემზე გადაინაცვლებენ, სადაც მარინისტული პოეზიის საღამო გაიმართება. ფესტივალის ერთი ნაწილი, პეტრას ციხეზე გადაინაცვლებს, შემდეგ კი სოფელ გორგაძეებში, ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში გაგრძელდება.
ჩატარდება საჯარო ლექცია, პოეზიის საღამო და წიგნის "შემოდგომის სერენადა" - პრეზენტაცია. დასკვნითი ნაწილი სხვადასხვა სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრას დაეთმობა. ფესტივალის ორგანიზატორია აჭარის მწერალთა სახლი, მხარდამჭერი - აჭარის კულტურის სამინისტრო.