10 ოქტ 2026
პრემიერ-მინისტრი ეხმაურება შტატების მხრიდან რუსულ დიზელზე შეზღუდვების მოხსნას. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თავის დროზე ქვეყანამ სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა.
„ჩვენ, თავის დროზე, გახსოვთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ, რამხელა კამპანია მოჰყვა ამ ყველაფერს. ამ ფონზე ვხედავთ, რომ სანქციების შემსუბუქება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ“, – აღნიშნა პრემიერმა.