პრემიერ-მინისტრმა 2008 წლის ომზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა

10 ოქტ 2026

პრემიერ-მინისტრმა 2008 წლის ომზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული მათი პოლიტიკა.

"თქვენ ძალიან კარგად იცით, რა მოხდა 2008 წელს, ორ დღეში წააგო სააკაშვილმა ეს ომი, მიუხედავად იმისა, რომ გმირულად იბრძოდნენ ჩვენი სამხედროები, ჩვენი ჯარისკაცები. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სამოქალაქო პირები ხელმძღვანელობდნენ მაშინ სამხედრო ოპერაციებს, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს მაშინ ქართულ ჯარს და გასაკვირი არ იყო, რომ ორ დღეში წააგო თავისივე დაწყებული
ომი მიხეილ სააკაშვილმა. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, ყველაფერს ძალიან კარგად ცხადყოფს, ცხადყოფს იმას, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის პოლიტიკა, მათი განცხადებები,“- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებიდან მორიგი განცხადება გაავრცელა - "სიმართლე, რომელსაც ამდენი წელი გიმალავდნენ, არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი კატასტროფულად დამარცხდა" - წერს სააკაშვილი.