10 ოქტ 2026
საქართველო განუხრელად იცავს იმ პრინციპებს, რასაც სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები ჰქვია - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომელმაც კახეთში „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძე პაველ ჰეჩინსკის აკრიტიკებს და ევროპული ბიუროკრატიის ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს.
ჟურნალისტებმა ევროკავშირის ელჩს შეფასება სთხოვეს ევროკავშირის პოზიციაზე ევროპის დედაქალაქებში აქციების დაშლის შესახებ, რაზეც ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ძალადობას გმობს ყველგან და ყოველთვის და მხარს უჭერს მხოლოდ ადამიანის ღირსებას, მშვიდობასა და კანონის უზენაესობას.
ასევე პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა მარტა კოსის განცხადებას, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზე რჩება კანდიდატ ქვეყნად და სინანული გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ კურსს არ მიჰყვება.