ცოტნე ანანიძე, სოფელ ბობოყვათში მცხოვრებ აიშე ანანიძეს ესტუმრა და100 წლის იუბილე მიულოცა

10 ოქტ 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, სოფელ ბობოყვათში მცხოვრებ აიშე ანანიძეს ესტუმრა და100 წლის იუბილე მიულოცა. 
 
"აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან - ნინო ნიჟარაძესთან და ქობულეთის მერის მოადგილესთან - მინდია რომანაძესთან ერთად, სოფელ ბობოყვათში მცხოვრებ აიშე ანანიძეს ვესტუმრე და 100 წლის იუბილე მივულოცე.
​
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უხუცესს ჯანმრთელობა, მხნეობა და დღეგრძელობა ვუსურვეთ. ქალბატონ აიშეს 5 შვილი, 10 შვილიშვილი, 20 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.
​​
უფროსი თაობის წარმომადგენლებზე ზრუნვა, მათი ღვაწლის დაფასება და მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
ამჟამად, აჭარაში 100 წლისა და მეტი ასაკის 23 მოქალაქე ცხოვრობს. წლის ბოლომდე 100 წლის იუბილეს კიდევ სამი მოქალაქე აღნიშნავს,"- წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.