10 ოქტ 2026
ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. ეროვნული ბანკის საბჭოს უკვე ყოფილ წევრს უფლებამოსილება შეეზღუდა. ყეინიშვილის მიმართ გამოძიება პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე დაიწყო.
ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარდგინების საფუძველზე დაამტკიცა.