მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პატიმარ დავითაძის საქმე, პენიტენციურ დაწესებულებაზე კოორდინირებული შეტევის მცდელობაა

10 ოქტ 2026

პროკურატურის განცხადებას რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია - "ქართული ოცნების" დეპუტატები ეხმაურებიან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პატიმარ დავითაძის საქმე, პენიტენციურ დაწესებულებაზე კოორდინირებული შეტევის მცდელობაა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ყურადღებას, მტკიცებულებების არარსებობაზე ამახვილებენ.

"სწორედ სამართლებრივი პროცესით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ შეტევას პენიტენციურ დაწესებულებაზე, როგორც გამოვლინდა და არაერთი უწყების მიერ, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის მიერ, აქ იმ ბრალდებებს, რომელსაც აჟღერებდნენ თავდაპირველად, ადგილი არ ჰქონია. შემდგომ გამოვლინდა, რომ კონკრეტულ ექსპერტიზებზე თქვა ამ პიროვნებამ უარი და ასე შემდეგ. კიდევ ერთი მცდელობაა ჩირქი მოეცხოს პენიტენციურ დაწესებულებას, იუსტიციის სამინისტროს, ეს თან მაშინ და იმ პირების მიერ, იმ "პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენლების" მიერ 2012 წლამდე პენიტენციური დაწესებულება რომ გადავსებული იყო პატიმრებით და მართლაც სისტემურ და სისტემატურ წამებას ჰქონდა იქ ადგილი, რაც არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული სასამართლოების მიერ იქნა ცალსახა დადასტურებული," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.