10 ოქტ 2026
ნიუ-იორკში, აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახური წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც მანჰეტენზე დაკავების მცდელობისას ამ სამსახურის აგენტებმა მამაკაცი დაჭრეს.
დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის საწინააღმდეგო პლაკატები და სააგენტოს ქმედებებს გმობდნენ. აქცია ოსკარ ბელგალის დაჭრის ფაქტს მოჰყვა.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, იგი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა და უარი თქვა მანქანიდან გადმოსვლაზე, როდესაც ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს, მანჰეტენის „მარბლ ჰილის“ უბანში ოფიცრები მას მიუახლოვდნენ.
ინციდენტის დროს ბელგალი დაიჭრა, ხოლო სროლის მომენტში მანქანის უკანა სავარძელზე მისი მცირეწლოვანი ვაჟი იმყოფებოდა.