10 ოქტ 2026
ტაივანი მშვიდობას აფასებს, თუმცა საკუთარ თავისუფლებაზე უარს არ იტყვის 0 განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ლაი ჩინგ-ტემ ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ გამოსვლაში და აღნიშნა, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება პროვოკაციას არ წარმოადგენს.
დემოკრატიული მმართველობის მქონე ტაივანი ჩინეთის მხრიდან სამხედრო და პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის. ჩინეთი კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, რასაც ტაიპეის მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ტაივანი ზრდის თავდაცვით ხარჯებს და ცდილობს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას.
2024 წელს, პრეზიდენტის რანგში ლაის მიერ ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი პირველი გამოსვლის შემდეგ, ჩინეთმა კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ტაივანის ეროვნული დღესასწაული აღინიშნება 1911 წლის იმ აჯანყების წლისთავზე, რომელმაც ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტიის დამხობა და ჩინეთის რესპუბლიკის დაარსება გამოიწვია.
რესპუბლიკური მთავრობა ტაივანში 1949 წელს, მაო ძედუნის კომუნისტებთან სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ გაიქცა.