10 ოქტ 2026
უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში მაშველებმა ცოლ-ქმარი იმ საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, რომელიც დღეს რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანდა. თუმცა, მათი მცირეწლოვანი შვილის გადარჩენა ვერ შეძლეს.
რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქზე განხორციელებულ რუსულ თავდასხმას სულ მცირე შვიდი ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. ორი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. 14 ადამიანის ბედი უცნობია.
ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. პოლიციის განცხადებით, რუსეთმა საცხოვრებელ რაიონში 5 მართვადი საავიაციო ბომბი ჩამოაგდო, ერთი 5-სართულიან სახლს მოხვდა, რომლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.