ინდოეთის დედაქალაქში ახალგაზრდების პროტესტის აღკვეთას ცდილობენ - დაკავებულია 600 ადამიანი

10 ოქტ 2026

ნიუ-დელიში 600 ადამიანი დააკავეს. დაკავებები უკავშირდება მოძრაობა "ტარაკნების სახალხო პარტიის" მიერ დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციას, რომლის გამოც ინდოეთის დედაქალაქში 250-ზე მეტი მატარებლის რეისი გაუქმდა, ხოლო მეტროს 45-მდე სადგური დროებით დაიხურა.

პოლიციამ ასევე დააკავა მოძრაობის  დამფუძნებელი და ლიდერები, როცა მათი თვითმფრინავი  მუმბაიდან დელიში დაეშვა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, ცენტრალურმა მთავრობამ დედაქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად პოლიციისა და შეიარაღებული ძალების 20 000-ზე მეტი წარმომადგენელი განათავსა.

ასევე, გაძლიერდა ტრანსპორტის შემოწმება ქალაქში შესასვლელ მთავარ გზებზე. პოლიციამ შეამოწმა სასტუმროები, ჰოსტელები და თავშესაფრები; სამართალდამცველებმა დაწესებულებების მფლობელებს მოსთხოვეს, დაუყოვნებლივ აცნობონ მათ, თუ ეჭვი ექნებათ, რომ რომელიმე სტუმარი საპროტესტო აქციაში მონაწილეობას გეგმავს.

დაწესებული მკაცრი შეზღუდვები მიზნად ისახავს ახალგაზრდების მასშტაბური პროტესტის აღკვეთას, რომლის მონაწილეებიც საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ.