ცოტნე ანანიძე: ევროპული დარბევები და საქართველოში აქციის დაშლა რომ შევადაროთ, სხვაობა აშკარაა - 4 ოქტომბერი მათთან რომ მომხდარიყო, სასახლის ღობეში, "სურამის ციხის ლეგენდის" მსგავსად, ჩაკირავდნენ აქციის მონაწილეებს

10 ოქტ 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და გაავრცელა ვიდეო, სადაც პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე, კონკრეტულად კი ქალზე ძალადობაა ასახული. 

როგორც ანანიძე წერს, ევროპულ დარბევებსა და საქართველოში 4 ოქტომბრის აქციის დაშლას შორის სხვაობა აშკარაა, თუმცა მისივე თქმით, ევრობიუროკრატია მაინც საქართველოს წინააღმდეგ იღებს რეზოლუციებს. 

"შევადაროთ ევროპული დარბევები და 4 ოქტომბრის აქციის დაშლა საქართველოში, სხვაობა აშკარაა, თუმცა ევრობიუროკრატია მაინც ჩვენს წინააღმდეგ იღებს რეზოლუციებს. 4 ოქტომბერი მათთან რომ მომხდარიყო, სასახლის ღობეში, "სურამის ციხის ლეგენდის" მსგავსად, ჩაკირავდნენ აქციის მონაწილეებს," - წერს ცოტნე ანანიძე.