10 ოქტ 2026
ისტორიაში პირველად საქართველო ვეტერანთა შორის ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი დაესწრო.
შალვა გოგოლაძემ ვეტერან მოფარიკავე ზურაბ ცქიტიშვილს ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.
ვეტერანთა შორის ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე 70-მდე ქვეყანა და ათას 429 სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირი 9-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით ტარდება.