გურამ თუშიშვილმა აზერბაიჯანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა

10 ოქტ 2026

გურამ თუშიშვილმა აზერბაიჯანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა. მე-16-ფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე მუსტაფა ფოფანა იქნება.

გუშინ კი მსოფლიო ჩემპიონობა ილია სულამანიძემ იზეიმა. ძიუდოისტმა პლანეტის პირველობა კარიერაში პირველად მოიგო. მან ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ წონით კატეგორიაში პირველი ოქროს მედალიც მოიპოვა.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი მედალია: მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ტატო გრიგალაშვილმა, ვიცე-ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს ირაკლი მეძმარიაშვილი ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტთან, ლასლო ტოთთან ერთად დაესწრო.