10 ოქტ 2026
უწყვეტი აპლოდისმენტები და ამღერებული მსმენელი - ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ლეგენდარული "ქართული ხმების" უფროსი თაობის საიუბილეო კონცერტი გაიმართა. 40 წელი სცენაზე ანსამბლის წევრებმა სამ ნაწილიანი საკონცერტო პროგრამით იზეიმეს. შესრულდა ცნობილი სიმღერები ქართული კინოდან, რეპერტუარი ასევე ხალხურ და ქალაქურ სიმღერებს აერთიანებდა.
საღამოს დასასრულს სიმღერის პრემიერა გაიმართა, ახალ სიმღერას ჯერჯერობით ოფიციალური სახელი შერჩეული არ აქვს, თუმცა როგორც ანსამბლის წევრებმა განმარტეს სიმღერა ერთგვარი ვარიაციებია კინოფილმიდან "პირველი მერცხალი".
კონცერტს მუსიკალურად თბილისის მერიის ბიგბენდი აფორმებდ . დასასრულს ანსამბლს იუბილე მიულოცა და ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიმბოლური ჯილდო გადასცა აჭარის კულტურის მინისტრმა. ანსამბლი "ქართული ხმები" 1986 წელს დაარსდა.
საქართველოს სხვადასხვა კუთხის უძველესი ფოლკლორული სიმღერების გარდა, ანსამბლის რეპერტუარი მდიდარია ქართველ კომპოზიტორთა საავტორო სიმღერებით. საგასტროლო ტურნეთი ანსამბლს შემოვლილი აქვს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნები, გამოშვებული აქვთ რამდენიმე ფირფიტა, კომპაქტდისკი, აუდიოკასეტები.
1996 წელს ანსამბლს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.