10 ოქტ 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას სამარცხვინო და უხერხული უწოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პრეტენზიები ნობელის მშვიდობის პრემიის არმიღებასთან დაკავშირებით.
ტრამპმა ნორვეგია გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც კომიტეტმა წლევანდელი პრემია სამხრეთაფრიკელ მოსამართლეს ნავი პილაის მიანიჭა.
ნიუ-იორკის შტატის ქალაქ სირაკუზაში საარჩევნო კამპანიის დროს გამოსვლისას ტრამპმა პილაის "იდუმალი პიროვნება" უწოდა.
"მე არასდროს მსმენია ამ ადამიანის შესახებ. ეს წარუშლელი ლაქა დარჩება ნორვეგიისა და იმ ადამიანებზე, ვინც ასეთი სამარცხვინო და უხერხული გადაწყვეტილება მიიღო“, - თქვა ტრამპმა. მან ჩამოთვალა რამდენიმე კონფლიქტი, რომელთა მოგვარებაშიც, მისი თქმით, მონაწილეობა მიიღო და თქვა, რომ მან ხელი შეუწყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას, იაპონიასა და ჩრდილოეთ კორეას, ასევე ჩინეთსა და ტაივანს შორის შესაძლო ომების თავიდან აცილებას.
"ნობელის მშვიდობის პრემია სამუდამოდ დისკრედიტირებულია რადიკალური იდეოლოგების მცირე ჯგუფის მიერ, რომლებიც ანტიდემოკრატები და ცივილიზაციის მტრები არიან" - თქვა ტრამპმა.